სნოლენდის ლეგენდის მიხედვით, პირველი აქ სწორედ პანდა ჩამოვიდა და ეს ადგილი ისე მოეწონა, რომ აქ დასახლება გადაწყვიტა. ცნობისმოყვარეობით და აღმოჩენებით ცნობილი პანდა ისე როგორ მოისვენებდა, რომ სნოლენდში მარტო დარჩენილიყო? მან თავისი აღმოჩენის შესახებ ორი წერილი დაწერა, ერთი ბოთლში ჩადო და მდინარეს გააყოლა, მეორე კი მტრედს გამოაბა ფეხზე და თავისი აღმოჩენის შესახებ მეგობრებს მოუყვა. ისინიც მალე შემოუერთდნენ.
როგორ ფიქრობთ, ბეჰემოთი ბუთქუნა და მძიმეა? აი ჩვენს ტყეში კი ყველაზე ცელქი და მოქნილი ბეჰემოთი ცხოვრობს. რომ იცოდეთ, ის ბალერინაა, ქუჩქუჩა ვარდისფერი ბაფთებითა და კაბით. გამუდმებით ცეკვავს, წარმოდგენებს მართავს და სნოლენდის ტყეს სიცოცხლით ავსებს.
გაიცანით ჩვენი მეგობარი - მაიმუნი. ის ათი მხიარული მეგობრიდან ერთ-ერთია. ფიქრობს, რომ დიადი მეკობრეა. მეკობრის ქუდით და ცალი თვალით, მართლაც რომ მეკობრულად გამოიყურება. თავის ამბავს ასე ყვება: ერთ დღეს, მლაშე ზღვის გადაცურვისას განძით სავსე კუნძულს მივადექით. ბრჭყვიალა თვლებსა და ოქროს შორის, სნოს ბოთლებიც ერია, გავსინჯე და ძალიან მომეწონა. უფრო მხიარული და ენერგიული გავხდი, ვცეკვადი და ყველას ვეხუტებოდი. მას შემდეგ გადავწყვიტე, ასეთი მხიარული დავრჩე და სნოლენდში დავსახლდი.
ჩვენი მეგობარი პინგვინი პატარაობიდანვე ძალიან ბეჯითი, შრომისმოყვარე და კეთილი იყო. თუ რომელიმე ცხოველი ხიდან ჩამოვარდებოდა, მაშინვე მის დასახმარებლად გარბოდა. ისიც და მისი მეგობრებიც მალევე მიხვდნენ, რომ სნოლენდში ექიმი ჰყავდათ.
ამბობენ ძაღლი ყველაზე ერთგული ცხოველიაო და ჩვენი სუპერგმირიც ამას ამტკიცებს. ის ყოველთვის მზადაა ნებისმიერი სნოლენდელი დაიცვას და დაეხმაროს. ერთხელ ტყეს ბოროტი მგლები მოადგნენ და ჩვენი კენგურუსთვის ხელთათმანების წართმევა უნდოდათ. ძაღლმა კი ისე შეუღრინა, რომ უკან კუდამოძუებულები გააბრუნა. ამის შემდეგ მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ მისთვის სუპერგმირის ფორმა შეეკერათ.
ჩვენს მეგობარ სპილოს ყველაზე მეტად წყალში ჭყუმპალაობა და ხტუნვა უყვარს. ერთ დღესაც, როცა ის თავისი საყვარელი საქმიანობით იყო გართული, მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ცხოველები შეშინებულები გარბოდნენ. ჩვენი სპილო კი ბრინჯივით არ დაიბნა და ხორთუმით ხანძრის ჩაქრობა დაიწყო. ასე გახდა ყველაზე მხიარული სპილო მეხანძრე. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი ცეცხლი ჩაქრა და მეგობარიც ბევრი შეიძინა სნოლენდის ტყეში.
ყველაზე ენერგიული და სპორტული მეგობარი ჩვენი ვეფხვია. ის სნოლენდში ინდოეთიდან გადმოსახლდა, იქ კი მარტო კრიკეტს ათამაშებდნენ. აქ გაიგო, რომ რაგბი ჩვენი თამაშია და ამით ძალიან გაბედნიერდა. ყოველ დღე ვარჯიშობს და ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობს.
კურდღლებზე ამბობენ, რომ მშიშრები არიან, თუმცა ჭორებს ნუ დაუჯერებთ. ჩვენი მეგობარი ყველაზე უშიშარი და გაბედული კურდღელია კურდღელთა შორის. ის პოლიციელია, ნამდვილი ბორკილები და პოლიციელის სამკერდე ნიშანი აქვს. მართალია, ტყეში ბევრი საქმე არ აქვს და ძირითადად მელაკუდას და მაიმუნის ონავრობებს აკონტროლებს.
მელია კუდა-გრძელია ყოველთვის ისეთი მოუსვენარი და ცნობისმოყვარე იყო, რომ გადაწყვიტა მეზღვაური გამხდარიყო და ყველა ზღვა გადაეცურა. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მაიმუნს შეხვდა. ისინი მალევე დამეგობრდნენ და მაიმუნმა სნოლენდის შესახებ მოუთხრო. თურმე, არსებობს ტყე, სადაც სნოს მდინარეები, ტბები და ჩანჩქერებია, ცხოველები ერთად მეგობრულად და ბედნიერად ცხოვრობენ. ასე აღმოჩნდა მეზღვაური მელია სნოლენდში.
კენგურუ ჩვენს მხიარულ ტყეში სულ ბოლო მოვიდა და ჯერაც არ გადაეწყვიტა, რისი კეთება სურდა. ძაღლმა სუპერგმირობა ურჩია, ვეფხვმა რაგბისტობა, პინგვინმა ექიმობა, პანდამ კი უთხრა, გაეხსენებინა მისი ძლიერი მხარეები და ისე გადაეწყვიტა. კენგურუმ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ მიზანდასახული და ძლიერი იყო, ფეხები ხტუნვისთვის ზედგამოჭრილი ჰქონდა და თუ ხელებზე კრივის ხელთათმანებს გაიკეთებდა, ვეღარავინ მოერეოდა.
აირჩიე შენი გმირი
← დაბრუნდი უკან

#წყალიპატარასია

წყალი ერთ-ერთი ელემენტია იმ ოთხთაგან (მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი) რისგანაც შედგება სამყარო. ჩვენი პლანეტის თითქმის 2/3 წყალს უჭირავს. ადამიანის ორგანიზმში კი წყლის რაოდენობა 70%-ს აღემატება. სწორედ ამის გამოა, რომ უწყლოდ ადამიანი მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს. წყლის გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებდა დედამიწაზე. ადამიანისთვის საკმარისია დღეში 2 ლიტრი წყალი. ხარისხიანი წყლის საჭირო რაოდენობით მიღების შემდეგ ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება, თავს ბედნიერად გრძნობს და კარგად გამოიყურება.

გაგვიცანი

სნო! კამკამა და გემრიელი წყალია, რომელიც მთებში იბადება, შემდეგ დაბლა, ბარისკენ ეშვება და მუხრანის ველის ქვეშ წყლის აუზს ქმნის. კომპანია „აქვა გეო-ს” ქარხანაც სწორედ აქ, მუხრანის ველზე მოიპოვებს მას. წყალს 130 მეტრი სიღრმიდან მოიპოვებენ. მიწიდან ამოსული წყალი უჟანგავი ლითონის მილებით მიეწოდება საწარმოს და მიწის ზედაპირიდან ოთხი წყალგაუმტარი შრით არის იზოლირებული, ამის გამო ის ნატურალურად არის დაცული ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან. ჩვენი მიზანია უნიკალური ბუნებრივი თვისებების მქონე ქართული წყალი, წარმოების მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით უცვლელად მოვიტანოთ თქვენთან.

გვემეგობრე

ახალი მეგობრების შესაძენად ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. მოგვწერე, დაგვირეკე ან გვესტუმრე.

საქართველო, მცხეთის რაიონი, სოფ. მისაქციელი, 3308
ტელ: +995 322 470410
ელ.ფოსტა: info@aquageo.ge

Facebook Instagram